გამოკითხვა უნდა დაიწყოს "ხარებასგან" და მემანიშვილისგან, თუმცა არ მგონია, მათ დაჭერას აპირებდნენ - მარიამ დოლიძის გამოკითხვა დასრულდა
საქალაქო სასამართლოში მარიამ დოლიძის გამოკითხვა დასრულდა - ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩამოთვალა იმ ოთხი სპეცრაზმელის გვარი, ვინც მისი ინფორმაციით, ორი წლის წინ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილეობდა.
დოლიძეს არ სჯერა, რომ გამოძება მის მიერ დასახელებულ ადამიანებს პასუხისგებაში მისცემს.
ეს რომ მოხდეს, გამოკითხვა უნდა დაიწყოს ზვიად ხარაზიშვილისგან, გოგა მემანიშვილისგან, თუმცა არ მგონია რომ ამ ადამიანების დაჭერას აპირებდნენ ახლა - თქვა გამოკითვიდან გამოსულმა მარიამ დოლიძემ.
მე მგონია, რომ ამ ადამიანებს არც კი გამოკითხავენ. ეს რომ მოხდეს, მათი გამოკითხვა უნდა დაიწყოს ზვიად ხარაზიშვილისგან, გოგა მემანიშვილისგან და აი ამ ადამიანებისგან, თუმცა არ მგონია რომ ამ ადამიანების დაჭერას აპირებდნენ ახლა. კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მქონდა და როდის მივიღე ეს ინფორმაცია, რამდენად უნდა დაეჯერებინა გამოძიებას ჩემთვის. მე მათაც გავეცი პასუხი და საჯაროდაც განვაცხადებ, რომ ამ სავარაუდო დამნაშავეების გასაჯაროება მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები - ხარება და მისი ბანდფორმირება. ამიტომ, მე ამით საფრთხის ქვეშ დავაყენე როგორც ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა, ისე ჩემი ოჯახი და ყველა ჩემი ახლობელი. აქედან გამომდინარე, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ქინება, იმედს ვიტოვებ რომ გამოძიება ორი წლის თავზე მაინც გამოაააშკარავებს ამ პირებს-თქო, მაგრამ არვიცი, ახლა თუ არა, ხელისუფლების შეცვლის პირობებში, აუცილებლად დადგება ამ ადამიანებსი პასუხისმგებლობა და აუცილებად აგებს ხარება მისი ბანდფორმირებით პასუხს", - განაცხადა მარიამ დოლიძემ.
2 დღის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე, ენმ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ განაცხადა, ხაბეიშვილზე განხორიცელებულ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გდდს სპეციალური ოპერაციების მართვის სამმართველოს თანამშორმლები, მთავარი სამმართველოს უფროსი - იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები - ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, ასევე მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი - დავით ყამარაული.
მისივე განცხადებით, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ "ხარება" და მისი მოადგილზე მირზა კეზევაძე. მარიამ დოლიძე ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის გვარსაც.