"ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ტერორზე ალაპარაკდა - როგორ დატოვეს მშიერი პარტიის კოორდინატორი
მოქალაქე რამაზ ჭიქაშვილი, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ჩატარებულ თითქმის ყველა არჩევნებში კოორდინატორად მუშაობდა და ივანიშვილის პარტიისთვის ხმებს აგროვებდა,"შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ მისი ორსული ცოლი ტერორის მსხვერპლია.
კაცი ამბობს, რომ 12-წლიანი პარტიული სამსახურის შემდეგ, მეუღლის საჯარო ბაღში დამლაგებლად დასაქმება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მერი არჯევანიძე კრწანისის რაიონში მდებარე 108-ე საბავშვო ბაღში დამლაგებლად დაასაქმეს, თუმცა რამაზ ჭიქაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ქალმა დირექტორისთვის საჩუქრის ფულის აგროვება გააპროტესტა, მას პრობლემები შეექმნა - ჯერ "მეამბოხედ" შერაცხეს, შემდეგ კი "იძულებული გახადეს, სამსახურიდან წამოსულიყო".
მერი არჯევანიძე, რომელიც მესამე შვილს ელოდება, ჰყვება, რომ საჯარო სამსახურში ტერორის დღეებს უწყობდნენ. მერი არჯევანიძის თქმით, მისი გატანილი ამბის გამო, დირექტორმა თანამშრომლების აგროვებული ფული უკან დააბრუნა, რის შემდეგაც მას დირექტორთან დაახლოებული თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
ქალი უმუშევარი დარჩა, ოჯახმა კი ის მინიმალური შემოსავალიც დაკარგა, რომელიც მათ არსებობას უზრუნველყოფდა.
რამაზ ჭიქაშვილი ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე იგივე სისტემამ „შეიწირა“, რომლის გგაძლიერებასაც წლები შეალია.