გახმაურებული მკვლელობა სამეგრელოში - ოჯახი ხელს პოლიციელებს ადებს

02.05.26 22:14
გახმაურებული მკვლელობა სამეგრელოში - ოჯახი ხელს პოლიციელებს ადებს

53 წლის მადონა ქულავა მეხუთე წელია შვილის, ბადრი თუთბერიძის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს - ქალი იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მისი თქმით, 24 წლის კაცი დევნის ოპერაციის დროს მოკლა. 

ბადრი თუთბერიძე, 2021 წლის 26 თებერვალს, ზუგდიდში დაფნის ბაღებში მკვდარი ნახეს. 24 წლის კაცზე იმ დღეს დევნა ხორციელდებოდა, რადგან პოლიციის მტკიცებით, კაცმა ოქროს ბირჟიდან დიდი ოდენობით ოქრო გაიტაცა. გამოძიება ამტკიცებდა, რომ დაფნის ბაღებში დამალულმა თუთბერიძე პოლიციელების დანახვაზე მათ ესროლა და პოლიციამაც საპასუხო ცეხლი გახსნა, თუმცა ოჯახის ამბობს, რომ ეს ტყუილია. 

პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, სამართალდამცავებს გამაფრთხილებელი გასროლის უფლება მყისიერი საფრთხის დროს აქვთ, რაც მოკლული ოჯახის მტკიცებით, იმ დროს არ ყოფილა. პოლიციელმა კი რომელსაც შვილმკვდარი დედის მტკიცებით, ხელს აფარებენ, 24 წლის კაცს ხუთ მეტრის დისტანციიდან გულში ესროლა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციელი, რომელმაც მათი თქმით, სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდა მოკლა, გიორგი ქადარიაადედის მონაყოლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავმა სამსახურეობრივ მოვალეობას გადაამეტა, ეს უკანასკნელი დააწინაურეს. შს თანამშრომელი, რომელიც ახლა სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაშია დასაქმებული, "შაბათის ეთერის" კითხვებს არ პასუხობს. 

შაბათის ეთერის ინფორმაციით, ოქროს ბირჟის ძარცვის საქმეზე, ახალგაზრდა კაცის  დევნაში 12 პოლიციელი მონაწილებდა. ოჯახის ინფორმაციით, მათ შორის ზუგდიდის პოლიციის მაშინდელი შეფები - ირაკლი ფაცაცია და გიგა ზესაშვილი. ვინ გასცა ბრძანება რომ დამიზნებით, გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე მძარცველებისთვის ესროლათ და იყო თუ არა ეს თავად რიგითის გადაწვეტილება - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით tv პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი ზუგდიდის სამმართველოს და სამხარეო პოლიციის მაშინდელ უფროსებთან დაუკავშირდა. პოლიციის მაღალჩინოსნები კავშირზე არ გამოდიან.

რაც შეეხება ძარცვის საქმეს - ოჯახი პირველივე დღიდან ამტკციებდა, რომ ოქროულობა ბირჟიდან ბადრი თუთბერიძეს მარტოს არ გაუტაცებია, ამ საქმეში კი მინიმუმ ერთი თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც მათი თქმით, პოლიცია ხელს აფარებდა.

თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები