"პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია" - უჩა ნანუაშვილი კობახიძის ერევანში ვიზიტზე

03.05.26 11:52
"პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია" - უჩა ნანუაშვილი კობახიძის ერევანში ვიზიტზე

"პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილი" - ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმ ფაქტს, რომ ირაკლი კობახიძე ხვალ სომხეთ-ევროკავშირის სამიტზე ჩასვლას გეგმავს. მისი თქმით, რაიმე სასიკეთო ცვლილების მოლოდინი არ აქვს, რადგან ფიქრობს, რომ "ოცნების" ამგვარი ქმედებები ფასადურია და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებას მოაჩვენოს, თითქოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია აქვს. 

სამწუხაროა, როდესაც ასეთი ორმაგი სტანდარტებია ქვეყანაში. სახელმწიფო, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ევროპულ ღირებულებებს ანადგურებს, დევნის ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული მოსაზრება მმართველი პარტიისგან, მას რა უნდა ჰქონდეს სათქმელი ევროკავშირთან? არაფერი. ეს არის ალბათ იმ პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, იყენებს ისევ და ისევ შიდა პოლიტიკისთვის, თითქოს მას ვინმე ესაუბრება, თითქოს მას აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და მასთან ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ შეიქმნას ეს იმიჯი და არა რაიმე კონკრეტული ცვლილებები, მე ამის იმედი არ მაქვს, - ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

ერევანი უახლოეს საათებში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად იქცევა. ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის გახსნამდე ერთი დღე რჩება. სომხეთში 48 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის ჩასვლაა დაგეგმილი.

სამიტზე განიხილება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. ევროპელ ლიდერებთან ერთად გაიმართება ევროკავშირი–სომხეთის პირველი ორმხრივი სამიტიც, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც დაესწრება.

 

მსგავსი სიახლეები