ფასებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებები პოპულიზმი აღმოჩნდა - ეკონომისტები
ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან სამთავრობო არხის ეთერში გააკეთა, ეკონომისტები პასუხობენ. პაატა ბაირახტარის შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების განცხადებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ფასების შედარება მსგავსი მეთოდით არასწორია.
მისი თქმით, ქვეყანაში ფასების მაღალი დონე სისტემური პრობლემაა, რომლის მოგვარებაც შესაბამის ინსტიტუტებს ეკისრებათ და არა დამატებით შექმნილ კომისიებს.
ფასები მსგავსად არ ითვლება, ევროების ლარში კონვერტაცია გავაკეთოტ და შევადაროთ ფასები, ასე პრიდაპირ არ ითვლება და ეს მეორე კურსის სტუდენტმაც იცის. მეორე, ამის მიუხედავადაც, ჯერ, მოდი, თვითონ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ, რომ პირველ ვიდეოში, რომელიც თვითონ კობახიძემ გაავრცელა, რის საფუძველზეც ეს შესასწავლი გიჟური კომისია შეიქმნა, ამბობდნენ, რომ თურმე აქ უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაშიო, ახლა ტვ იმედმა რაც გააკეთა, პირიქით გვიმტკიცებენ, ამიტომ ჯერ თითონ ჩამოყალიბდნენ, რომელ აზრს ეხმრობიან. ქვეყანაში მაღალი ფასები რომ არის, ამას კომისია არ სჭირდება შესასწავლად, ამას რაღც დამატებითი ქმედებები არ სჭირდება, ამისთვის არსებობს ეროვნული ბანკი, რომელიც კონსტიტუციურადაც პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე, - ამბობს პაატა ბაირახტარი.
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით კი, "ოცნების" ხელისუფლების განცხადებები ფასებთან დაკავშირებით არათანმიმდევრულია და შექმნილ ვითარებაში კობახიძე ცდილობს მინიმალური ზიანით გამოვიდეს. მისი თქმით, არსებული მონაცემები "ოცნების" ადრინდელ პოზიციებს ეწინააღმდეგება და ფასების პრობლემა კრიტიკულ ეტაპზეა.
დაადასტურა, ფაქტობრივად, რომ ყველა განცხადება ირაკლი კობახიძის იყო მინიმუმ პოპულიზმი და მაქსიმუმ ნიშანი არაკომტენტურობის, შესაბამისად, ის ახლა, როგორც ვატყობ, არის დაკავებული იმით, სიტუაციიდან სცადოს მაქსიმალური ზიანის გარეშე გამოვიდეს და ეს საკმაოდ რთულია, რადგან ფასების პრობლემა არის კრიტიკული, ახლა ის არის სუსის მხარდაჭერის გარეშე, ახლა მან მიიღო კომისიის უარყოფითი დასკვნა . ანუ იმის ნაცვლად, რომ მტკიცებულებები მიეწოდებინა მისთვის კომისიას, პირიქით, უარყო მისი ვარაუდები და ახლა არის ამ გაუგებარ სიტუციაში, ფაქტობრივად, მას არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია და ერთადერთი, ცდილობს, მოსახლეობას დაანახოს, რომ ის კვლავ ზრუნავს მათზე და დაანახოს, რომ მისი ბრალეუობა არის მინიმალური, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადად საქართველოში იდენტური პროდუქტის შეძენა საფრანგეთთან შედარებით უფრო იაფია და სხვაობა დაახლოებით 50%-ს აღწევს. თუმცა, მისი თქმით, არსებობს კონკრეტული პროდუქტებიც, სადაც ფასები მნიშვნელოვნად მაღალია, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს, მათ შორის შესაძლო მონოპოლიური მდგომარეობისა და კარტელური შეთანხმებების კუთხით.