ჩინოვნიკების კაბინეტები ქირით - კორუფციის მკვლევარები გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ
კორუფციის მკვლევარების შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა კორუფციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს — საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროვეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უწყებები ყოველწლიურად ასი ათასობით ლარს კაბინეტებისა და სხვა რესურსების ქირაში ხარჯავენ.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა მიუთითებს სახელმწიფო რესურსების არაეფექტიან მართვაზე და აჩენს კითხვებს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, როცა სახელმწიფო მუდმივი ინსტიტუტია, დროებითი ხარჯვითი მოდელების გამოყენება ეკონომიკურად გაუმართლებელია.
კორუფციის მკვლევარი ბადრი ნიაური მიიჩნევს, რომ არამიზნობრივი ხარჯვა კორუფციასთან გაიგივდება და აღნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება საგამოძიებო უწყებებს ევალებათ.
ფიზიკური თუ იურიდიული პირი ცდილობს, რომ ქონება შეიძინოს და არ გადაიხადოს ქირა, იჯარა, რადგან ეს არის დროებითი შესაძლებლობა - ერთი დღით, ერთი კვირით, ერთი თვით, ერთი წლით, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები არსებობს მუდმივად, ბუნებრივია, ასეთი დროებითი შესაძლებლობა არის წინააღმდეგობაში. საზოგადოებამ უნდა მკაფიოდ გააანალიზოს, რომ არამიზნობრივი ხარჯვა არის ტოლფასი კორუფციის, რადგან იხარჯება ბიუჯეტის თანხა და ჩვენი თითოეული მოქალაქის თანხა და მადლობა პრემიერს, რომ ავტომანქანებს არ ქირაობს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ავტომანქანები გვყავს და ალბათ მისი ქირაობა ძალიან თვალსაჩინო იქნებოდა.
ბუნებრივია, საკუთარ თავს არ დასჯიან, არ დასჯიან, კორუფციასთან ბრძოლა შერჩევითია. ამით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. პრაოკურატურა ვალდებულია, ნებისმიერ საჯარო გამოხატულებაზე აღძღას საქმე, - ამბობს ბადრი ნიაური.
ქეთევან ენუქიძე კი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს და საჭიროა დამატებითი მექანიზმების შექმნა, რათა მსგავსი ტიპის ხარჯვა მაქსიმალურად კონტროლდებოდეს.
არასდროს უფიქრია სახელმწიფოს ფულის რაციონალურ ხარჯვაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ამით შეიძლება, იყოს ახსნილი, იმიტომ, რომ კორუფციის შემადგენელი ნაწილია თანხების არარაციონალური ხარჯვაც. იმიტომ, რომ თუ ეს არის ფლანგვა, მაშინ გამოდის, რომ პასუხისმგებელი პირები ვერ ასრულებენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს სახელმწიფოს წინაშე პირნათლად. და, თუ ვინმე უნდა დაინტერესდეს და თუ სახელმწიფო რეალურად მონდომებულია, რომ დაინტერესდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვით იქნება თუ კორუფციის აღკვეთის ფაქტებით, იმიტომ, რომ ჩვენ ისიც არ ვიცით, ეს თანხები ზუსტად დანიშნულების ადგილამდე მიდის თუ უბრალოდ, გაწერილი თანხებია. თითქმის არ არსებოსბ უწყება, სამინისტრო, დეპარტამენტი, რომელთა მიმართებითაც თავადვე არ უჩნდებათ კითხვის ნიშნები, ამიტომ რაღაც დამატებითი ბერკეტები შეიძლება, შეიმუშავონ იმისთვის, რომ გააკონრტოლონ მაქსიმალურად ასეთი ტიპის ხარჯვა, - ამბობს ქეთევან ენუქიძე.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მოიპოვა არაერთი ქირავნობის დოკუმენტი, საიდანც დგინდება, რომ ყოველ წელს, ასი ათასობით ლარი მხოლოდ ჩინოვნიკების კაბინეტების ქირაში იხარჯება - ამ ფულს კი საქართველოს მოქალაქეები იხდიან.