მიხეილ სააკაშილი გაფართოებულ შეხვედრას ითხოვს და კონსილიუმის წევრებთან აუდიენციაზე უარს ამბობს

14.11.21 17:24
მიხეილ სააკაშილი გაფართოებულ შეხვედრას ითხოვს და კონსილიუმის წევრებთან აუდიენციაზე უარს ამბობს

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონსილიუმის წევრი ექიმები პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად შესასვლელად დღეს 18:00 საათზე გეგმავენ.

თუმცა, როგორც "პირველებს" კონსილიუმის წევრმა. ერთ-ერთმა მედიკოსმა განუცხადა. მოშიმშილე პრეზიდენტი კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი გაფართოებულ აუდიენციას ითხოვს, რომელიც სახალხო დამცველის ეგიდით ჩატარდება და როცა მასთან საკანში შესვლას დამატებით 8 მედიკოსი შეძლებს. 

მომივიდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ჩვენთან შეხვედრაზე უარს ამბობს და გაფართოებულ კონსილიუმს ითხოვს. მე ჩაცმული ვზივარ და შემიძლია ახლაც მივიდე. ჩვენ გვაქვს შიდა შეტყობინებების ჯგუფი, სადაც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დაწერა, რომ პრეზიდენტი ამ წუთში, დღევანდელ შეხვედრაზე უარს ამბობს"- აცხადებს შარაშენიძე.

მსგავსი სიახლეები