კობახიძის შეცვლილი რიტორიკა თუ ფასების რეალური კლება - ეკონომისტების შეფასებები
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პროდუქტები ევროპასთან შედარებით დაახლოებით 50%-ით იაფია. მსგავსი შეფასება მან სამთავრობო არხის ეთერში გააკეთა, თუმცა დეკემბერში თავად საპირისპიროს ამტკიცებდა.
ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ "ოცნების" ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა. მათი თქმით, მიმდინარეობს საზოგადოების დარწმუნების მცდელობა, რომ ფასები არ წარმოადგენს პრობლემას და საქართველო ძვირ ქვეყანად არ უნდა აღიქმებოდეს.
სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში ფასების მაღალი დონე სისტემურ პრობლემებს უკავშირდება, მათ შორის — კონკურენციის სისუსტეს, იმპორტზე დამოკიდებულებასა და ბაზრის არაეფექტურ რეგულირებას. მათი თქმით, ასეთი საკითხების გადაწყვეტა ინსტიტუციურ ცვლილებებს საჭიროებს და არა მოკლევადიან ზომებს.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.