პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე — საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში დაქვეითებული პოზიციით ხვდება
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საქართველო მედიის გლობალურ ინდექსში გაუარესებული მაჩვენებლით ხვდება. ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ზეწოლისა და დარღვევების ფაქტები კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.
მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის მიხედვით, დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიები განსაკუთრებით ინტენსიურია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. დოკუმენტის თანახმად, მანიპულაციური შინაარსის ერთ-ერთი ხშირი სამიზნე ტელეკომპანია „ტვ პირველია“. ასევე გრძელდება შეტევები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიმართ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი კამპანიებისთვის აქტიურად გამოიყენება როგორც ტროლები, ისე ხელოვნური ინტელექტი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის მხოლოდ რამდენიმე თვეში ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის თავდასხმის დაახლოებით 60 შემთხვევა დაფიქსირდა. მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ქვეყანაში ჟურნალისტების უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება.
პრესის თავისუფლების დღის აღნიშვნის ფონზე, მედიის წარმომადგენლები სოლიდარობის მოწოდებებს იღებენ და ყურადღება კვლავ მედიის თავისუფლების მდგომარეობაზეა გამახვილებული.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.