განვიხილავთ, თუ როგორ დავიცვათ დემოკრატია უკეთ - მაია სანდუ

04.05.26 10:16
განვიხილავთ, თუ როგორ დავიცვათ დემოკრატია უკეთ - მაია სანდუ

 

 

"ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავიცვათ დემოკრატია უკეთ"- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ჟურნალისტებს სომხეთში ყოფნისას განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე დასასწრებადაა ჩასული.

მოლდოვის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლდოვა კვლავ აპირებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილოს მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. 

მინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მოლდოვა კვლავ აპირებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილოს მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ევროპა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ევროპა გვასწავლის ყველას, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორ ავაშენოთ დემოკრატია. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გააგრძელებს ზრდას და გაძლიერებას"- განაცხადა მან. 

4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება. სომხეთში უკვე ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები.  ერევანშია ირაკლი კობახიძეც.