"კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და მაღალი კვალიფიკაცია" - იონათამიშვილი იუსტიციის მინისტრს აქებს
ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მხარდაჭერას უცხადებს და ოპოზიციას აკრიტიკებს:
პარადოქსია, რომ ნაციონალურ მოძრაობას, რომლის იუსტიციის მინისტრი იყო ადეიშვილი, დღეს რატი ბრეგაძის მიმართ აქვს სიძულვილის კამპანია გაჩაღებული. ერთ მხარეს არის კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და მაღალი კვალიფიკაცია, მეორე მხარეს კი დანაშაულებრივი სისტემა, პოლიციური სახელმწიფო და ადამიანის უფლებების გათელვა", - წერს მმართველი პარტიის დეპუტატი.