"როცა გარკვეული მოთხოვნები შესრულდება, მაშინ [ევროინტეგრაციის] პროცესი განახლდება" - ხორვატიის პრემიერი საქართველოზე
"როცა გარკვეული მოთხოვნები შესრულდება, მაშინ პროცესი განახლდება"- ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას განაცხადა.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ერევანში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტი იწყება.
მისი თქმით, ხორვატია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერდა და ეს ძალიან ნათელი იყო.
ხორვატიასა და საქართველოს წლების განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ეს ძალიან ნათელი იყო. მე ამას პირადად ვაკეთებდი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბოლო 10 წლის განმავლობაში, მანამდე კი როგორც ევროპარლამენტის წევრი თუ სხვა პოზიციებზე ყოფნისას.
მჯერა, რომ როდესაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ევროპული გზა მათი მომავალია, რაც მკაფიო ამბიციაა და როცა გარკვეული მოთხოვნები შესრულდება, მაშინ პროცესი განახლდება"- განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა.
4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება. სომხეთში უკვე ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები. ერევანშია ირაკლი კობახიძეც.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.