უცნობია, როდის ჩატარდება გაფართოებული კრება - მღვდელმთავრები საპატრიარქოში შეკრებას არ გამორიცხავენ
17 მაისამდე, საქართველოს ახალი კათალიკოს-პატრიარქი ეყოლება. მისი არჩევა გაფართოებულ კრებაზე, მსჯელობისა და ფარული კენჭისყრის შედეგად მოხდება.
როდის ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრება, უცნობია, მისი დასახელების პრეროგატივა მეუფე შიოს აქვს.
ამის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საპატრიარქოს შენობაში სავარაუდოდ შეკრება გაიმართება, რომელსაც დიდი ალბათობით, წმინდა სინოდის წევრების ნაწილი დაესწრება.
საპატრიარქოში შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ. საპატრიარქოში შეხვედრა „პირველებთან“ არც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გამორიცხა.
„გაფართოებული კრების თარიღი დაზუსტებული არ არის. ალბათ მალე [გეგმავენ შეკრებას და თარიღის დანიშვნას]. შეიძლება [დღეს შეირიბონ სასულიერო პირები საპატრიარქოში] ცოტა მოგვიანებითაც შეიძლება გაკეთდეს. არ მგინია, რომ [შეხვედრაზე სახელმიწფო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ]. ეს თუ საჭირო გახდა უფრო შემდგომში, ახლა არამგონია. არ ვფლობ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციას“ - თქვა „პირველებთან“ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
გარდა საპატრიარქოში შესაძლო შეკრებისა, მეუფე სტეფანემ გუშინ, ქადაგებისას ისაუბრა, თუ რა ხდებოდა წმინდა სინოდის შეხვედრაზე, სადაც სამი კანდიდატი განოარჩიეს.
სასულიერო პირმა თქვა, რატომ დაიბლოკა მეუფე ისაიას, მეუფე დანიელისა და მეუფე ანდრია გვაზავას კანდიდატურა.
ორი ადამიანია მარტო, ვინც 70 წლამდე საკითხთან დაკავშირებით, გახდა თუ არა 71-ის მასზე განვსაზღვროთი თუ 70-ს გადასცილდა და მასე განვსაზღვროთ. ამასთან დაკავშირებით გვქონდა მზაობა, რომ კენჭი გვეყარა და ყველა იყო თანახმა, რომ ეს კენჭისყრა ყოფილიყო. თყმცა, ერთი რამეა, ორი ადმაიანი იყო ამ საკითხთან დაკავშირებული: ერთი იყო მეუფე ანტონი, რომელმაც თქვა, რომ მე არ ვიყრი კენჭს და ამიტომ აქტუალური არ იყო მისი საკითხიც წლოვანებასთან დაკავშირებით და მეუფე დანიელმა თქვა, რომ გარდა ა საკითხისა, მას არ ჰქონდა სასულიერო განათლების დიპლომი და ამიტომ თქვა, რომ რა აზრის აქვს იყაროთ კენჭი, რომ ორივე კომპონენტში, ვთქვათ, წლოვანება შეიძლება, მაგრამ განათლების საკითხი... ახლა, ამაზე ცალკე ვიტყვი, მან ამიტომაც თქვა, რომ მე აღარ გავაგრძელებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. ვწყვიტავდით არა მეუფე ისაიას კანდიდატობას, არამედ ვწყვიტავდით თვითონ კრიტერიუმებს, შეიძლება თუ არა და ჩვენ კი კი არ ვწყვიტავდით, მართა გამგეობის დებულება გვკარნახობდა, ამიტომ ჩვენ რა უნდა გვექნა? ზოგადად, ადამიანურად, შეიძლება ეკუთვნოდა. ახლა, მენახშირე ალექსანდრეც იყო ერთხელ გამორჩეული... მეუფე ანდრიაც ვიტყვი, მსგავსი, რომ მეუფე ანდრიას ვინმემ აიძულა, მოეხსნა კანდიდატურა, არ ყოფილა.
ხო, ის დებულება, თუ ვინმეს არ მოსწონდა რამე იქ, შეეძლო შეეცვალა ან დაეყენებნა საკითხი. ახლა გაახსენდათ, როცა რარაც არის საჭირო, თავის ნებაზე უნდათ, რომ მოარგონ. 17 მაისამდე ეს უნდა მოხდეს და მანამდე გამოცხადდება. მე ვფიქრობ,რ ომ ორშაბათს შეიკრიბებიან და გადაწყდება დღეს, - აბობს მეუფე სტეფანე. [სტილი დაცულია]
ცნობილია იმ სამი მღვდელმთავრის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთს გაფართოებული კრება საქართველოს ახალ პატრიარქად აირჩევს.
სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:
- მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
- მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი;
- მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
წმინდა სინოდის შემადგენლობაში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა 38-მა მათგანმა მიიღო. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).