რომელი პროდუქტი გაძვირდა ყველაზე მეტად?
2026 წლის აპრილში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ინფლაციამ 5.9% შეადგინა - განახლებული მონაცემები საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა.
ფასები გაზრდილია წინა თვესთან შედარებითაც - 1.7%-ით
საქსტატის მონაცემებითვე, ხორცი, 10%-ით გაძვირდა.
ყველაზე მეტად ინფლაცია ფიქსირდება შემდეგ სფეროებში:
- ტრანსპორტი - 10%;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 7.5%;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 6.5%;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 6.5%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7.5%;
- ჯანმრთელობის დაცვა - 4.9%.
რა გაძვირდა
- თევზეული (21.3 პროცენტი),
- ხილი და ყურძენი (11.8 პროცენტი),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი),
- ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3 პროცენტი),
- პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3 პროცენტი),
- ზეთი და ცხიმი (6.3 პროცენტი),
- რძე, ყველი და კვერცხი (4.5 პროცენტი),
- ყავა, ჩაი და კაკაო (3.2 პროცენტი),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8 პროცენტი).