ფაშიანიანი: ეს სამიტი შეიძლება ისტორიულიც კი გახდეს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

04.05.26 13:19
ფაშიანიანი: ეს სამიტი შეიძლება ისტორიულიც კი გახდეს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

 

 

 

ეს სამიტი შეიძლება ისტორიულიც კი გახდეს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო მრავალი მზარდი გამოწვევის წინაშე დგას — უკრაინიდან შუა აღმოსავლეთამდე.

ეს სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო მრავალი მზარდი გამოწვევის წინაშე დგას — უკრაინიდან შუა აღმოსავლეთამდე. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი დისკუსიებისა და გადაწყვეტილებების შედეგად, ეს სამიტი შეიძლება ისტორიულიც კი გახდეს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება.

წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.