ჩვენ მშვიდობა მხოლოდ ცხრა თვეა გვაქვს, როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს -ალიევი

04.05.26 13:12
ჩვენ მშვიდობა მხოლოდ ცხრა თვეა გვაქვს, როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს -ალიევი

 

 

 

ჩვენ მშვიდობა მხოლოდ ცხრა თვეა გვაქვს და ჯერ კიდევ ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას, - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეო ფორმატით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.

ამასთან, ალიევმა მადლობა გადაუხდა ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროექტთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისთვის

ჩვენ მშვიდობა მხოლოდ ცხრა თვეა გვაქვს და ჯერ კიდევ ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მშვიდობა დამყარდა,აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა სატრანზიტო შეზღუდვა სომხეთის მიმართ. მშვიდობის კიდევ ერთი მიღწევა არის დაკავშირებადობა, ტრამპის მარშრუტი დააკავშირებს აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან, და ამასთან ერთად ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილიც გახდება. 

როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. მინდა, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროექტთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისთვის, - განაცხადა ალიევმა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება.

წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.