მთავრობის გვერდმა კობახიძისა და ზელენსკის ხელის ჩამორთმევის ფოტო გამოაქვეყნა
ევროპული პოლიტიკური გაერთიანებების მე-8 სამიტზე ლიდერების საერთო ფოტოს გადაღებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ხელი ჩამოართვა - ფოტოს საქართველოს მთავრობის ფეისბუკ-გვერდი აქვეყნებს.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და, ასევე, ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები ესწრებიან.
სამიტის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.