სკანდალი: პენიტენციურმა სამსახურმა კონსილიუმის წევრი ექიმები მოატყუა

14.11.21 19:43
სკანდალი: პენიტენციურმა სამსახურმა კონსილიუმის წევრი ექიმები მოატყუა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, "ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ექიმების ვიზიტს, დეზინფორმაციაა": 

მიხეილ სააკაშვილი, ცხადია, ითხოვს, პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არ ეწინააღმდეგება არცერთი წუთით ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს. ის მზად არის შეხვდეს როგორც მთლიან კონსილიუმს, ასევე მათ ინდივიდუალურად. ასევე, ვფიქრობთ და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი მანამ სანამ პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე ისე, რომ ექიმებს, ადამიანებს, რომელთაც ევალებათ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ჰქონდეთ საშუალება საკუთარი შეხედულებისამებრ, საჭიროებისამებრ, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი და მისი სამედიცინო შემოწმება მოახერხონ. ვფიქრობ, ყველა კითხვას რა დამოკიდებულება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ამჟამად მოქმედ კონსილიუმთან არის უკვე პასუხგაცემული“, - განაცხადა თუთბერიძემ.

მისი თქმით, კონსილიუმის წევრ ექიმებს ამ წუთებში ელოდებიან. 

მსგავსი სიახლეები