მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს
ე.წ. პიჯაკების საქმე - საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.
ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ პარასკევს გაუგზავნა პენიტენციურ სამსახურს მოთხოვნა, ამიტომ სააკაშვილის არგადაყვანის სამართლებრივი და პროცედურული საფუძველი არ არსებობს.
ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს მათ შორის დღესაც, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს, მთავარია უზრუნველყონ მისი გადაყვანა. როდესაც სააკაშვილი აცხადებს, რომ სურს პროცესს დაესწროს, პენიტენციურ სამსახურს მისი არგადაყვანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს",- განაცხადა ადვოკატმა და იქვე დასძინა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად სააკაშვილს აქვს უფლება, უშუალოდ მიიღოს პროცვესში მონაწილეობა, ხოლო სახელწმიფო ვალდებულია, სააკაშვილი წარადგინოს სასამართლოს წინაშე.