სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია ეთერში, განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი, არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა - კვირიკაშვილი

15.11.21 09:59
სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია ეთერში, განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი, არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა - კვირიკაშვილი

"სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია ეთერში, განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი, არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა" - ამის შესახებ  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის სპეციალურ განცხადებაშია საუბარი.


კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით,  მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს იმ სტან­დარ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მე­ლიც მისი მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბის მი­ე­რაა მო­თხოვ­ნი­ლი.

ექსპრემიერი ფიქრობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის ღია სა­ე­თე­რო სივ­რცე­ში მოხ­ვედ­რა ქვეყ­ნის­თვი­საც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

"პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ან­ზე "სარ­კას­ტუ­ლი ქი­ლი­კი ქარ­თულ ადათ-წე­სებ­თან თავ­სე­ბა­დი არ არის“ - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

"პო­ლი­ტი­კო­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი: "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მას­ში აღ­მარ­თებს (რომ­ლე­ბიც უდა­ვოდ იყო) ბევ­რად ჭარ­ბობს დაღ­მარ­თე­ბი, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე მძი­მე მა­ინც გახ­ლავთ ის, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ ვერ აა­ცი­ლა ქვე­ყა­ნას რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია. შე­დე­გი, რაც და­ტო­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, გახ­ლავთ მისი წი­ნა­მორ­ბე­დის და ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის უდი­დე­სი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­დან გაყ­ვა­ნი­ლი რუ­სუ­ლი ჯა­რის დაბ­რუ­ნე­ბა ჩვენს მი­წა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს არ და­უ­წყია ომი რუ­სეთ­თან, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია იმ უბე­დუ­რე­ბა­ზე, რაც და­ატ­რი­ა­ლა და რა­საც აგ­რძე­ლებს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ხე­ლი­სუ­ფა­ლი, ყო­ველ­თვის უნდა ფას­დე­ბო­დეს შე­დე­გით, და ის უმ­ძი­მე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მან და­ტო­ვა, არა­თუ ქვეყ­ნის მარ­თვის, არა­მედ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის მო­რა­ლურ უფ­ლე­ბა­საც კი არ უნდა უტო­ვებ­დეს მას და მის მიმ­დევ­რებს, აღა­რა­ფერს ვი­ტყვი "ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ფუძ­ნებ­ლო­ბის“ აშ­კა­რად არა­ჯან­საღ ამ­ბი­ცი­ა­ზე.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი: კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნა­ბა­რია, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრა­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გა­დაც გა­მო­ტა­ნი­ლია გა­ნა­ჩე­ნე­ბი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის (რომ­ლის მი­მარ­თაც მეც პი­რა­დად არა­ერ­თხელ გა­მო­მით­ქვამს პრე­ტენ­ზია ჯერ კი­დევ პრე­მი­ე­რო­ბი­სას, რო­დე­საც მძი­მე წარ­სუ­ლის მქო­ნე მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უვა­დოდ გა­ამ­წე­სეს, და ეს პრო­ცე­სი დღე­საც გა­უ­გო­ნა­რი სი­ჯი­უ­ტით გრძელ­დე­ბა), არა­მედ სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­ე­რაც. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სის და ში­ნა­არ­სის შე­ფა­სე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე პრო­კუ­რო­რე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, ის­რა­ე­ლი­დან. ამი­ტო­მაც ყო­ველ­გვა­რი სა­უბ­რე­ბი მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია.

პა­ტი­მა­რი მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი: ვფიქ­რობ, პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვი­ლის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის მოხ­ვედ­რა ღია სა­ე­თე­რო სივ­რცე­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე ატე­ხი­ლი ხორ­ხო­ცი არის თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის­თვი­საც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც, ისე­ვე რო­გორც პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ან­ზე (რო­გორც არ უნდა იქ­ცე­ო­დეს ის) სარ­კას­ტუ­ლი ქი­ლი­კი არ არის თავ­სე­ბა­დი ქარ­თულ და ზო­გა­დად კავ­კა­სი­ურ ადათ-წე­სებ­თან. ასე­ვე, ვფიქ­რობ, რომ პა­ტი­მა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს იმ სტან­დარ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მე­ლიც მო­თხოვ­ნი­ლია მისი მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბის მიერ. ეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და შემ­დგომ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, ვი­ნა­ი­დან, რო­გო­რა­დაც არ უნდა ვა­ფა­სებ­დეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პი­რა­დად და მის პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, ის მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია“, - აცხა­დებს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

მსგავსი სიახლეები