ბრძოლის დროა და არა წუწუნის! - ნიკა მელია
ახლა არა წუწუნის, არამედ ბრძოლის დროა - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სპეციალურ მიმართვაში საუბრობს.
ოპოზიციონერი მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
რუსული გეგმა, საქართველო არ ჩამოყალიბდეს დასავლური ტიპის სახელმწიფოდ და დავრჩეთ საბჭოთა/რუსეთის ყაიდის სახელმწიფოდ - ბოლომდეა ამოქმედებული!
მხოლოდ ჩვენზე, ხალხზეა, დამოკიდებული ევროპული მომავალი!
გელოდებით 14:00 ავლაბრის მეტროსთან! ბრძოლის დროა და არა წუწუნის! ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!", - წერს ნიკა მელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს მოქალაქეები მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ.
ეს არის ძლიერი, გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება"- თქვა მალიამ გუშინ საგანგებო მიმართვისას.