სასამართლო გაუქმებულია, სააკაშვილს დაცვის უფლება არ ეძლევა - ადვოკატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლებაც წაართვეს.
როგორც საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, პენიტენციური სამსახურის განცხადება სპეკულაციაა.
ადვოკატის განცხადებით, ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში.
დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათ დღეს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ ჩვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული", - თქვა ბექა ბასილაიამ.