აქცია ქუთაისში - მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

15.11.21 11:12
აქცია ქუთაისში - მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

ქუთაისში ექიმების ნაწილი მთავრობას განცხადებით მიმართავს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს და მის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტი 47-ე დღეა, შიმშილობს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ მედიკოსების დუმილი ახლა დანაშაულია. ისინი პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო, მრავლპროფილურ კლინიკაში.

მსგავსი სიახლეები