რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, წამებაა - უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოშია

15.11.21 11:48
რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, წამებაა - უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოშია

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, საქართველოშია. როგორც დენისოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა საჭირო დოკუმენტები გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას ელოდება, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს. 

მიხეილ სააკაშვილმა წერილი მომწერა. მას უნდა, რომ ციხეში შევხვდე. ამიტომაც ჩამოვფრინდი საქართველოში. საჭირო წერრილი გაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში, ასევე ნოტა ჩვენს საელჩოში. ველოდები პასუხს, რომ ხვალ შევხვდე სააკაშვილს. ჯერ არ ვიცი ჩემი წერილის განხილვის შედეგი. ახლა ზუსტი ინფორმაცია უნდა მივიღო სააკაშვილის ექიმებისა და ადვოკატებისგან, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, ის სიმძიმით შიმშილობის 46-ე დღის შესაბამისია. შიმშილობის 46-ე დღეა და სტარსბურგის სასამართლოსაც მოთხოვნილი აქვს მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მაღალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაბამისი პირობებია. 

ვფიქრობ, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება, შეფასდეს წამებად. რაც ჩვენ ვნახეთ, საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება. ეს არ არის მხოლოდ წამებისგან თავისუფალი მოპყრობის მოთხოვნა, ეს არის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს შესაძლოა, გამოუსწორებელი, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

 

მსგავსი სიახლეები