ხელისუფლებას პანიკურად ეშინია სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის - დიმიტრი საძაგლიშვილი

15.11.21 12:03
ხელისუფლებას პანიკურად ეშინია სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის - დიმიტრი საძაგლიშვილი

ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და მის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარს სწორედ ამიტომ ამბობს - ეს შეფასება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

უფლებადამცველი პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კვლავ მოსალოდნელ დესტრუქციაზე საუბრობს. 

როდემდე უნდა გამოიყენოს პენიტენციურია სამსახურმა სუს-ის ბოდვა არგუმენტად. ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 1 თვეზე მეტია და გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია. არც ერთი რეალური, ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან და ვერც ვნახავთ. ეს გამოძიება ზუსტად ამიტომ დაიწყეს.

ეს იყო წინააარჩევნო კამპანიის ნაწილი, ახლა კი კარგად გამოიყენეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არმიყვანის "გასაპრავებლად". ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ შორის საკუთარ სასამართლო პროცესებში არ მიაღებინოს მონაწილეობა, რაც არის წარმოუდგენელი რამ", - აცხადებს ადვოკატი. ​

პენიტენციური სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი უთხრა.

 

მსგავსი სიახლეები