გამოვაფხიზლოთ ხელისუფლება, რომ დათმობაზე წავიდეს - 9 დეპუტატი პარლამენტში შიმშილობას აგრძელებს

15.11.21 13:45
გამოვაფხიზლოთ ხელისუფლება, რომ დათმობაზე წავიდეს - 9 დეპუტატი პარლამენტში შიმშილობას აგრძელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად 9 დეპუტატი პარლამენტში შიმშილობას 24 საათია აგრძელებს. 

პროტესტის უკიდურეს ფორმას  13 დღეა მიმართავს და პარლამენტში შიმშილობას განაგრძობს,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.

მოშიმშილე პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პროტესტი უშედეგოდ არ ჩაივლის, რადგან უპრეცენდეტო შემთხვევაა, როცა საკანონმდებლო ორგანოში ათი პოლიტიკოსი შიმშილობს

ჩვენ საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომელიც საღ აზრს მოკლებულია. მას ნატამალი გონივრული გადაწყვეტილების არ შეენიშნება. ისინი ძალიან რისკავენ, მთელი მსოფლიოს წინაშე ახდენენ იმის დემონსტრირებას, როგორ გვიკლავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა პროტესტისა და მასობრივი წინააღმდეგობისა, რათა გამოვაფხიზლოთ ხელისუფლება და ის დათმობაზე წავიდეს.

და რა არის დათმობა? - უარი თქვან ადამიანმის მკვლელობაზე. დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ, სხვა არჩევანი ამ ქვეყანას არ აქვს. ელემენტარულად, თვითგადარჩენის ინსტიქტმა უნდა იმუშავოს ,,ქართულ ოცნებაში", როცა ისინი ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ბაჩუკი ქარდავა.

მოშიმშილე დეპუტატები გამოთქვამენ, რომ პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. 

შიმშილობს  ექიმი ვილი პაჭკორიაც. პროტესტის უმწვავესი ფორმით გამოხატვას აპირებს მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძეც. 

ყველა თანხმდება ერთ მოთხოვნაზე, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ.

მსგავსი სიახლეები