ექიმები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად აქციას მართავენ
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსები აქციას მართავენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
რაც შეიძლება, მოკლე ვადაში უნდა იყოს გადაყვანილი ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიიღებს ნორმალურ მკურნალობას და მონოტორინგს. არ უნდა იმყოფებოდეს იმ გაუგებრობაში, რომელსაც რატომღაც ციხის საავადმყოფოს ეძახიან და რეალურად, ამბულატორიის ტიპის დაწესებულებაა.
ჩვენი აქცია ასეთი ლოზუნგით მიმდინარეობს, დღეს ჩვენ ყველა მედიკოსები ვართ, ინჟინრები, მემანქანეები, ყველა მედიკოსები ვართ. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე - აცხადებს ექიმი, ვატო სურგულაძე.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 46 დღეა, რაც შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ქვეყანაში აქციები იმართება და პოლიტიკოსთა ნაწილი შიმშილობს.