სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ
ე.წ. პიჯაკების საქმე - საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილი დავალებას ასრულებს:
ახლა რაც გააჟღერეთ, რა პოზიციაც ჩამოაყალიბეთ უკანასკნელი 15 წუთის მანძილზე, ერთად აღებული, ან ცალ-ცალკე დაშლილი, თქვენი უპირობო აცილების საფუძველია ამ საქმეზე და მე ვაჟღერებ თქვენი აცილების შუამდგომლობას. მივყვები თქვენს მიერ მოყვანილ არგუმენტებს და თითოეულზე დაინახავთ, რომ ამ საქმეზე ობიექტური და მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ - ანაცხადა პროცესზე ადვოკატმა ბექა ბასილამ.
მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე ისევ არ მოიყვანეს. პენიტენციური სამსახური ამ ფაქტს კვლავ მისი უსაფრთხოების დაცვით ხსნის.