მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღეს სასამართლო სუს-ის ფილიალად გააფორმა - ბექა ბასილაია

15.11.21 15:10
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღეს სასამართლო სუს-ის ფილიალად გააფორმა - ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს უფლებას ართმევენ - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მათი ამოცანა არის ერთადერთი, თუნდაც ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ჰიპოთეტური შესაძლებლობაც კი, საზოგადოების წინაშე წარდგეს. მათი ამოცანა არის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მოვიდეს. ეს არის მათი პოლიტიკური ამოცანა.

რაც შეხება სამართლებრივ ნაწილს, არ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნორმა, არ არსებობს პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილების განმსაზღვრელი რაიმე ნორმა, რომელიც საბადრაგო სამსახურს უფლებას მიანიჭებდა, არ გადმოეყვანა მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფილიალად არის გადაქცეული.

აქამდეც არ ვიყავით სასამართლოს დამოკიდებლობის ილუზიაში, მაგრამ ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღეს სასამართლო სუს-ის ფილიალად გააფორმა“, - განაცხადა ბასილაიამ.

 

მსგავსი სიახლეები