საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში - ნიკა მელია

15.11.21 15:20
საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში - ნიკა მელია

„ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლა არის საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს"- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ბიკა მელიამ "ავლაბრის" მეტროსთან გააკეთა.

მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში.

ხალხო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში ყოველდღიურად! საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღეს იმაზე ანაზღაურებადი სამსახური, როგორიც არის სამოქალაქო, გულწრფელ, მართალ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობა, ამ ქვეყანაში არ მოიძებნება. ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური, დიახაც, არის ის სამსახური, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება", - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება დატყვევებულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს.

სააკაშვილს, არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს. მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძვლებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, რომ თითქოს სადღაც ეფემერულად 400-500 კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება თურმე გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე, ციხეში დამწყვდეული ადამიანი არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ უსამართლო სასამართლოშიც კი. მათ უნდათ, რომ ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოოს საზოგადოება,"- განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები