რეჟიმი უნდა ვარყიოთ მანამ, ვიდრე არ ჩამოინგრევა - ნიკა მელია

15.11.21 15:46
რეჟიმი  უნდა ვარყიოთ მანამ, ვიდრე არ ჩამოინგრევა - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტული გახდება.

მისი თქმით, ხელისუფლების განცხადებები დესტაბილიზაციაზე ღიმილის მომგვრელია: 

დღეს სახელმწიფო არის, როგორც არასოდეს ოკუპირებული. რეჟიმი, რომელიც მართავს სახელმწიფოს, არის სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი. ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს.

დატყვევებულ ადამიანს არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთიც კი ისარგებლოს. და მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძველს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, თითქოს რაღაცა ეფემერული, სადღაც 500-600 კერძო სატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება თურმე გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე ადამიანი, დატყვებული ციხეში არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ სასამართლოში, უსამართლო სასამართლოშიც კი. ხალხნო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში, ყოველდღიურად მზარდი საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, სხვადასხვა საპროტესტო აქციებში არის ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში.

მეთოდურად  ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს, შეუწყვეტავი იქნება ეს აქციები და რაც არ უნდა დაკავებულები ვიყოთ” - განაცხადა ნიკა მელიამ.

", - განაცხადა მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები