აქცია თბილისში - ხელისუფლებამ ქუჩაში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყვანა

15.11.21 15:34
აქცია თბილისში - ხელისუფლებამ ქუჩაში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქციის პარალელურად ქუჩაში სპეცრაზმი გამოიყვანა. რობოკოპები და წყლის ჭავლის ავტომობილები "ტვ პირველმა" ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ გადაიღო.

"თავისუფლება მიშას!" - ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ  საჭიროების შემთხვევაში "პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს". 

მსგავსი სიახლეები