არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ხელში ავტომატს ავიღებთ - ნიკა მელია
არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ხელში ავტომატს ავიღებთ - ამის შესახებ განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
მისი თქმით, სიტიაციის დაძაბვა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის, ამიტომაც პროტესტი იქნება ხალხმრავალი, მაგრამ მშვიდობიანი.
ამასთან, როგორც ნიკა მელიამ "პირველებს" განუცხადა, მისთვის უინტერესოა, რა განცხადებას აკეთებს შსს-ს მინსიტრი გომელაური.
გომელაურმა თითი უქნიოს ლილუაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ერი დაძაბულია, ჩვენ უაღრესად მშვიდობიან პროტესტს ვახორციელებთ. არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა განცხადებას გააკეთებს გომელაური, ჩემთვის მნიშვნელოვანია, გადავარჩინოთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ადამიანი, რომელსაც არ ეძლევა საშუალება, მკურნალობა მიიღოს შესაბამის კლინიკაში. ბრძოლა გაგრძელდება, მშვიდობიანი პროტესტი, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ვინმე ხელში ავტომატს აიღებს. რუსეთს ახლა სურს და ბევრჯერაც გაუკეთებია, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაგვითრიოს.
ბევრი ადამიანის მძლავრი, მშვიდობიანი პროტესტი შედეგამდე მიგვიყვანს! - განაცხადა აქციაზე ნიკა მელიამ.