როცა დაირღვევა, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს - ვაჟა სირაძე

15.11.21 16:18
როცა დაირღვევა, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს - ვაჟა სირაძე

"არავის მივცემთ საშუალებას, რომ მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი" - ამის შსახებ განცხადება თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა გააკეთა.

 ვაჟა სირაძის თქმით, თუ აქციის მონაწილეები კანონს დაარღვევენ, პოლიცია შესაფერის ზომებს მიიღებს.

 შსს-მ განცხადება გააკეთა და განუმარტა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენლებს კანონის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ აქციისა და შეკრებების დროს. როდესაც დაირღვევა, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვის მოთხოვნით აქციას მართავს. ხელისუფლების ოპონენტებმა გუშინ განაცხადეს, რომ მტკვრის ორივე სანაპიროზე 2 საათით გზის გადაკეტვას გეგმავენ.

შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები