ოპოზიცია გვთავაზობდა, სააკაშვილი გადაგვეყვანა გორის ჰოსპიტალში... - კუჭავას სკანდალური განცხადება

15.11.21 16:18
ოპოზიცია გვთავაზობდა, სააკაშვილი გადაგვეყვანა გორის ჰოსპიტალში... - კუჭავას სკანდალური განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობდა.

უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შემოთავაზება იყო, გადაგვეყვანა თუნდაც გორის ჰოსპიტალში, ხოლო მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ქართული ოცნება“ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ოსებზე გადაცემას აპირებდა, - განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია საკითხებით მანიპულირებას ცდილობს: 

სად არის სიმართლე, ვეღარ გავიგე. ეს არის რეალური ტრაგედია. ტრაგედიაა, რომ ხდება ფაქტებით მანიპულირება. საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა. ჩემთან მოდიან, დახმარებას მთხოვენ.  თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე განცხადებით, არსებობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება, ამაზე შეფასებები არა პოლიტიკოსების, არამედ ექიმების შესაფასებელია. 

მსგავსი სიახლეები