მსვლელობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვის მოთხოვნით (ფოტოები)
,,თავისუფლება მიშას " - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვის მოთხოვნით ოპოზიციამ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა დღეს მასშტაბური მსვლელობა გამართეს.
ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმი და რობოკოპები გამოიყვანა.
რამდენიმე წუთის წინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მსვლელობის დაანონსებული მიმართულება შეცვალა. ნიკა მელიამ მიზეზად წინასწარ დაგეგმილ ლოკაციებზე სპეცრაზმის მობილიზება დაასახელა.
,,ვერ გაიგეს, რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ", - თქვა მელიამ.