ზუგდიდელი ექიმების პროტესტი - მედიკოსები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ
ზუგდიდში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს. ისინი სამხარეო ადმინისტაციის წინ თეთრი ხალათებითა და საპროტესტო წარწერებით შეიკრიბნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიცოცხლის უფლება ყველა ადამიანს აქვს და ექიმების მოვალეობა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მოგვიანებით მათ იუსტიციის მინისტრის სახელზე პეტიციას მოაწერეს ხელი, რომლითაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ითხოვენ.