NATO-ს გზავნილები "ოცნებას" - რას ითხოვს ალიანსი ივანიშვილის გუნდიდან

11.05.26 20:25
NATO-ს გზავნილები "ოცნებას" - რას ითხოვს ალიანსი ივანიშვილის გუნდიდან

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გზავნილები თბილისში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩამოიტანა - კევინ ჰამილტონი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ნატოს აწუხებს ტრაეტორია, რომლითაც ამჟამად საქართველო მოძრაობს.  კევინ ჰამილტონი სწორედ ამით ხსნის ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას. სწორედ ეს,  გაყინული ურთიერთობები და პოლიტიკური დიალოგის არარსებობა იყო საუბრის მთავარი თემა საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დროს.

NATO-ს სპეც წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში "პირველებთან" დაასახელა ის ძირითადი კრიტერიუმები, რაც ნატო-საქრთველოს დიალოგის აღსადგენად უნდა შესრულდეს. კანონის უზენაესობის დაცვა და ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის იქნება სიგნალი, რომ ქვეყანა მზად არის, გაუარესებული ურთიერთობები ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.

ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები