მდინარაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაყვანა არ ესაჭიროება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არანაირი სამედიცინო მომსახურება არ სჭირდება რომელიც მხოლოდ კერძო კლინიკაშია შესაძლებელი.
ვერც ერთმა ადამიანმა, ჯერჯერობით, ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა სამედიცინო სერვისის გაწევის საჭიროება არსებობს დღეს, რის გამოც, ის უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში.
ამავე დროს, გვესმოდა განცხადებები, გადაიყვანეთ საავადმყოფოში - საავადმყოფოშია, გვესმის მოწოდებები, რომ გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში - ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში.
ისე ხმოვანდება ოპოზიციის ფეიკ მესიჯები თითქოს, ის არაა საავადმყოფოში, ამ დროს საავადმყოფოშია, თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, რა სერვისია.
ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება თითქოს ის არაა საავადმყოფოში, თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისი, რა სერვისის საჭიროებაა, რომელიც არ ეწევა მიხეილ სააკაშვილს. კატე ჭირდება?
კატე თუ ჭირდება, არის. რა სამედიცინო მომსახურება სჭირდება და ვერ ეწევა", - თქვა მდინარაძემ.