"აქ ისევ კლავენ" - მდუმარე აქცია-პერფორმანსი გლდანის ციხესთან

15.11.21 21:06
"აქ ისევ კლავენ" - მდუმარე აქცია-პერფორმანსი გლდანის ციხესთან

"აქ ისევ კლავენ" - სამოქალაქო აქტივისტები გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. სააკაშვილი უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გაუარესებულია, თუმცა ის მრავალპროფილურ  კერძო კლინიკაში არ გადაჰყავთ.

მსგავსი სიახლეები