სააკაშვილის კოვიდტესტის პასუხი ცნობილია

15.11.21 21:10
სააკაშვილის კოვიდტესტის პასუხი ცნობილია

მიხეილ სააკაშვილის კოვიდტესტის პასუხი ცნობილია. მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენციის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია." - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტესტის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც  გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელს დავით დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები