მოშიმშილის უფლებაა, იშიმშილოს, მის პასუხისმგებლობაზეა შედეგები - მდინარაძე

15.11.21 21:15
მოშიმშილის უფლებაა, იშიმშილოს, მის პასუხისმგებლობაზეა შედეგები - მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, შედეგები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას შეიძლება მოჰყვეს, თავად  მოშიმშილე პატიმრის  პასუხისმგებლობაა.

 ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მოშიმშილის უფლებაა, იშიმშილოს, ასევე, მის პასუხისმგებლობაზეა ამ ყველაფრის შედეგები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, გაუწიოს სათანადო სამედიცინო სერვისი. თუ სწორად დავალაგებთ ამას, ფაქტების მიხედვით, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება", - თქვა  მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი  უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, თუმცა ის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავთ.

მსგავსი სიახლეები