ბრძოლა გაგრძელდება, სანამ არ ჩამინგრევა რუსული რეჟიმი - მელიამ მორიგი აქცია დაანონსა

15.11.21 21:29
ბრძოლა გაგრძელდება, სანამ არ ჩამინგრევა რუსული რეჟიმი - მელიამ მორიგი აქცია დაანონსა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მორიგი საპროტესტო აქცია დაანონსა. აქცია-მსვლელობა ხვალ, თბილისში 3 ლოკაციაზე გაიმართება: რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე და ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან.

ჩვენი მიზანი და ამოცანა არის, დიახაც, ამ რეჟიმის ჩამონგრევა, ოღონდ არაძალადობრივი მეთოდებით და საპროტესტო მწვავე აქციებით. 

ხვალ გაიმართება მომდევნო საპროტესტო აქცია თბილისში, აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი. დღის 2 საათზე შევიკრიბებით  რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე ცესკოსთან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი კახეთის გზატკეცილზე, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე. ბრძოლა გაგრძელდება სანამ არ ჩამინგრევა რუსული რეჟიმი", თქვა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები