მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილს სინდისის პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაცია "შეიძლება ეზედმეტოს"
ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილს სინდისის პატიმრების შეწყალების რეკომენდაცია "შეიძლება, ეზედმეტოს".
როგორც მდინარაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დატოვების შემდეგ განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა ეს რეკომენდაცია სახელმწიფო მოხელისგან იქნება გაცემული თუ ახალი პატრიარქისგან.
"ოცნების" მაღალჩინოსნის თქმით, შეწყალების დისკრეციული უფლება მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილს აქვს.
სახელმწიფო მინისტრმა დღეს ტელეკამერების წინ კიდეც ერთხელ მიანიშნა პატიმრების მხრიდან მონანიებაზეც.
მკაფიოდ უნდა განვსაღვროთ როგორია მეორე მხრიდან დამოკიდებულება. ეს არ არის "ქართული ოცნების" განსასაზღვრი საკითხი. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს და ეს ბუნებრივი ამბავი იქნება და ეს არ შეიძლება, მაგრამ თუ პოზიციას ზოგადს მეკითხებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 5-6 წლის წინ სინდისის პატიმარი რომ დაეძახათ მთელ მსოფლიოში ვიღაცისთვის, უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. ჩემი პოზიცია სხვაა, თქვენი სხვაა.
ჩემი პოზიციაა, რომ როდესაც ადამიანი ინანიებს, შეიძლება შაბლონურადაც კი ჩანდეს - რომ როდესაც ინანიებს ადამიანი, მაშინ სახელმწიფო მის მიმართ დამთმობილი და ლმობიერია მის მიმართ, ეს არ გამოდგება, რადგან ანტაგონისტური აზრებია თქვენსა და ჩემს შორის.... აის გაკეთება არ შეიძლება, არც მათ მოსთხოვოთ რამე, არც პრეზიდენტს მოსთხოვოთ რამე... თქვენ ამბობთ რომ ის არ არის დამნაშავე. ბუნებრივია, სახელმწიფოს წარმომადგენელის მხრიდან ის ყოველთვის დამნაშავე იქნება, ვინც კი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უკე ამ პოლიტიკაში შესვლაც კი არასწორია გადაწყვეტილების მიღების დროს.
დანარჩენი არის ერთი ადამიანსი დისკრეციული უფლება. არ შეიძლება ოდნავ პოზიტიურ ან ნეგატიურ კონტექსტში მე ამაზე ვილაპარაკო. ჩემი პირადი მოლოდინზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ"- ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი.
მაღალი იერარქები არ გამორიცხვენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა სინდისის პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაციით "ქართულ ოცნებას" და მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს.