სურვილებზე ნუ გადავალთ... - მდინარაძე ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალებაზე
ისურვებდა თუ არა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" სვეტიცხოველში მყოფ სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძეს დაუსვა.
სურვილებზე ნუ გადავალთ თუ შეიძლება, დავტოვოთ"..., - ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი.
მაღალი იერარქები არ გამორიცხვენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა სინდისის პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაციით "ქართულ ოცნებას" და მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს.
- ცნობისთვის: ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს.