სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი სინდისის პატიმრებისგან ისევ მონანიებას ითხოვს - სვეტიცხოველში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ "სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე უნდა ისაუბროს".
შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც. ამიტომ ითქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით“?! არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა?! არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა?! ამიტომ შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი.
მაღალი იერარქები არ გამორიცხვენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა სინდისის პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაციით "ქართულ ოცნებას" და მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს.