„ივანიშვილის გარშემო ყულფი ვიწროვდება“ - ოპოზიცია საფრანგეთის რეზოლუციაზე

12.05.26 16:07
„ივანიშვილის გარშემო ყულფი ვიწროვდება“ - ოპოზიცია საფრანგეთის რეზოლუციაზე

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას ეხება, ოპოზიციაში ივანიშვილის გუნდისთვის კიდევ ერთ სერიოზულ პოლიტიკურ გაფრთხილებად აფასებენ. "ოცნების" ოპონენტები აცხადებენ, რომ დასავლეთში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და იზოლაციის პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება 

ივანიშვილის გარემოცვას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე უდგას სანქციების სახით. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქვეყნის წინაშე, ჩვენო ეროვნული და ევროპული ინტერესების წინაშე ძალიან დიდი ცოდვები აქვთ ჩადენილი და ისინი ამისთვის გადაიხდიან ადეკვატურ საზღაურს - ისინი იქნებიან კიდევ უფრო მეტად იზოლირებულები ცივილიზებული თანამეგობრობის მრიდან, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ საფრანგეთის რეზოლუცია მიუთითებს, რომ დასავლეთში ბიძინა ივანიშვილი უკვე ღიად აღიქმება როგორც „რუსული გავლენის ძალა“ საქართველოში. მისი შეფასებით, სანქციებზე საუბარი „ქართული ოცნებისთვის“ ახალი და უფრო მძიმე ეტაპის დასაწყისია. 

ეს რეზოლუცია ცალსახად აჩვენებს იმას, რომ საფრანგეთში შეცვლილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულება, ვინაიდან დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, აჩვენებს რომ ივანიშვილი აღიქმება უკვე რუსულ ძალად საქართველოში, რუსული გავლენის ძალად, ე.წ. ჩრდილოვან მმართველად, რაც უახლოეს წარსულში საფრნგეთის შემთხვევაში, არც ისე მარტივი იყო ამის აღიარება. რეზოლუციაში ჩანაწერი სანქციებთან დაკავშირებით, მათ შორის ივანიშვილთან დაკავშირებით, არის უკვე შემდეგი ეტაპი, რომელსაცის აამოქმედებს ან ეცდება ლობირება გაუკეთოს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას, მათ შორის ივანიშვილის. კიდევ უფრო ვიწროვდება "ქართული ოცნებისთვის" ის ყულფი, რპმელიც მას ბოლო ორი წლის მანძილზეძალიან მჭიდროდ ეხვევა, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი. 

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო. 

დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია. 

რეზოლუცია "გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას."

რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები