ბადრი ჯაფარიძე ახალ პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს ახალ პატრიარქს, შიო მესამეს აღსაყდრებას ულოცავს და აცხადებს, რომ ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის.
ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოების გაერთიანებასა და ქვეყნის გაძლიერებაში და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს ახალი პატრიარქი, რომლის წინამძღოლობით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი და უნიკალური როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აკისრია - ჩვენი ერის რწმენაში გაძლიერება და ეკლესიის ირგვლივ საზოგადოების გამთლიანება.
ეკლესიის ძლიერება ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების განმაპირობებელი და ასე იქნება მომავალშიც,“ - წერს ჯაფარიძე.