ევროკავშირი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს

12.05.26 17:10
ევროკავშირი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში შიო III-ს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს.

როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს"- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს. 39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.  

მსგავსი სიახლეები