სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც პატიმარს და არა პაციენტს - მშვენიერაძე (ვიდეო)

15.11.21 22:35
სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც პატიმარს და არა პაციენტს - მშვენიერაძე (ვიდეო)

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს  ციხის ექიმი მას აღიქვამს პირველ რიგში როგორც პატიმარს და არა როგორც პაციენტს, რის გამოც მას სამედიცინო მომსახურება სათანადოდ არ უტარდება. მშვენიერაძისთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებს ხელისუფლება კონსილიუმს გლდანის ციხეში. ამის შესახებ უფლებადამცველმა "ტვ პირველზე"  ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში" ისაუბრა.

თუკი პაციენტის მდგომარეობა არის გაუარესებული, უნდა მიეწოდოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, მიუხედავად იმისა რა მიზეზით ხდება მისი  მდგომარეობის გაუარესება.

ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ ციხეში ადამიანს აღიქვამენ, როგორც პატიმარს და არა პაციენტს, ამიტომ როდესაც საუბარია სააკაშვილზე, როგორც პატიმარზე, მას აღიქვამენ პირველ რიგში, როგორც პატიმარს, ციხის ექიმიც მათ შორის  და არა პაციენტს", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები